ახალი ამბები
ქვეყნები, საიდანაც შემოსულმა ვიზიტორებმა საქართველოში ყველაზე მეტი დახარჯეს
FaceBook
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საერთაშორისო მოგზაურებისგან საქართველომ 395.1 მლნ დოლარი მიიღო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი, ხოლო პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2023 წლის II კვარტალში საქართველომ მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც 260 მლნ დოლარით [27%] აღემატება 2022 წლის II კვარტლის მონაცემებს. მეორე კვარტლის შემოსავლები 15%-ით აჭარბებს პანდემიამდე პერიოდის შემოსავლებსაც.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით შემოსავლებს, ივნისის შემოსავლებშიც რუსეთი ლიდერობს, რომელთა მოქალაქეების დანახარჯებმა თითქმის 76 მლნ დოლარი შეადგინა [20%-იანი წილი]. მეორე ადგილს თურქეთი იკავებს თითქმის 71 მლნ დოლარით, მესამე ადგილზე არიან ევროკავშირის ქვეყნები დაახლოებით 54 მლნ დოლარით, მეოთხე ადგილზე 32.2 მლნ დოლარით ისრაელია, ხოლო მეხუთე ადგილს თითქმის 15 მლნ დოლარით უკრაინა იკავებს, მე-6 ადგილზეა სომხეთი 13.8 მლნ დოლარით, მე-7 ადგილზე 12.9 მლნ დოლარით ირანია, მე-8 ადგილზე 12.2 მლნ დოლარით აზერბაიჯანი, მე-9 ადგილს 9.9 მლნ დოლარით ბელარუსი, ხოლო მე-10 ადგილზე 8.6 მლნ დოლარით საუდის არაბეთი მოდის.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ექვს თვეში რუსეთიდან დანახარჯები 482 მლნ დოლარს აღწევს, რაც მთლიანი დანახარჯების თითქმის 27%-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის ორ კვარტალში 215.7 მლნ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა, რაც წლიურად თითქმის 78%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის ექვს თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2019 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს, მაშინ ტურიზმის ჯამური შემოსავალი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ანუ 400 მლნ დოლარით ნაკლები 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით.

bm.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.