ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში, ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი Subway გაიხსნა
FaceBook
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი Subway გაიხსნა.
აეროპორტის გაფრენის დარბაზში განთავსებული Subway-ის ახალი ფილიალი ქსელის ბოლო თაობის, ე.წ. "Fresh Forward" ტიპის დიზაინს წარმოადგენს.

მისი გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, USAID Georgia-ის მისიისა და საქართველოში ამერიკული რესტორნის წარმომადგენლობამ მიიღო.

კელი დეგნანის განცხადებით, დღეს გავხდით მომსწრენი კიდევ ერთი დაკავშირებისა ამერიკასა და საქართველოს შორის, რომელიც მოიტანს სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქართველი ხალხისთვის.

„ეს არის საერთაშორისოდ ცნობილი, ძალიან პოპულარული ამერიკული ბრენდი და მოხარულები ვართ მისი აქ გახსნით. ამერიკის საელჩო დაეხმარა ბევრ ამერიკულ კომპანიას, მოეძებნათ ქართველი პარტნიორები საქართველოში სხვადასხვა საქმიანობისთვის, რაც ზრდის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს არა მარტო რეგიონის და ქუთაისის მოსახლეობისთვის, არამედ მთლიანად, საქართველოსთვის. ძალიან კარგია, რომ აღნიშნული რესტორანი გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რადგანაც ის ნამდვილად ჩამოყალიბდა საერთაშორისო ჰაბად საქართველოში, რომელსაც ქვეყანაში შემოჰყავს მილიონობით ტურისტი“,- განმარტა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, USAID-ი მხარს უჭერს ქუთაისის აეროპორტს სხვადასხვა პროგრამებით, ამასთან, გეგმაშია აეროპორტთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით (მათ შორის ტექნიკური უზრუნველყოფა, შეკეთება თვითმფრინავების და სხვ.).



საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერეთის რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევიდა.

„ჩვენ დღეს გავხსენით საქართველოში რიგით მერვე და იმერეთში პირველი Subway-ის ფილიალი. მოხარულები ვართ, რომ იმერეთში ამ ბრენდის გაფართოვება სწორედ ქუთაისის აეროპორტიდან იწყება, რაც ადასტურებს იმას, რომ ქუთაისის აეროპორტი არის არა მხოლოდ მგზავრთნაკადის მოზიდვის და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, არამედ რეგიონში ეკონომიკის განმავითარებელი ობიექტი“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ამერიკული სწრაფი კვების პირველმა რესტორანმა Subway-მ საქართველოში ოპერირება 2013 წელს თბილისში დაიწყო. ამჟამად საქართველოში Subway-ის ქსელი 7 რესტორნით არის წარმოდგენილი, აქედან 5 რესტორანი თბილისში, ხოლო 2 ბათუმში მდებარეობს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი რესტორნის რიგით მე-8 ფილიალი გაიხსნა.

Subway მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც მომხმარებელს სენდვიჩების, სალათებისა და ორცხობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. სენდვიჩები და სალათები ახლადმომზადებული ინგრედიენტებით, მომხმარებლების თვალწინ და მათი ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით იწყობა.

Subway-ის ქსელის პირველი რესტორანი აშშ-ში, კონექტიკუტის შტატის პატარა ქალაქ ბრიჯპორტში 1965 წელს გაიხსნა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.