ახალი ამბები
პრეზიდენტმა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ძმები ჭელიძეები შეიწყალა
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 28 ივლისს შეწყალებულთა 11 პირს შორის ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები არიან.

ისინი 2021 წლის აპრილში, გუმათში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

ძმებ ჭელიძეებს ოპოზიციაში პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ, იმართებოდა აქციებიც მათი გათავისუფლების მოთხოვნით.

"ჩვენ ვარაუდის დონეზე დაგვიჭირეს. დღეს მოვიდა უსაფრთხოების უფროსი და მეუბნება შეგიწყალა პრეზიდენტმაო, ძალიან გამიხარდა. მოკლედ ვიტყვი, ბიჭებო, ძმებო, გამაგრდით, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უსამართლობა დავასრულო. წავიდეს ეს
უსამართლო მთავრობა, იქნება ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. 2 წელიწადსა და 4 თვეს ამათ არ შევარჩენ და არც ჩემი ძმების ცრემლებს",
- განაცხადა „ფორმულასთან“ თამაზ ჭელიძემ.

ამავე საქმეზე არიან დაკავებულები ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, ელდარ ანთაძე, გელა და ირაკლი ჭელიძეებიც, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.

შსს-ს ვერსიით, დაკავებულმა პირებმა, 12 აპრილს, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს და დააზიანეს ერთ-ერთის ავტომანქანა.

ჭელიძეებსა და წულუკიძეებს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის წარედგინათ.

25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 5 წელი მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებსა და მათ ბიძაშვილებს კი - 4 წელი.

დაკავებულები ბრალს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.