ახალი ამბები
"ანტისანიტარიაა“ - ქუთაისის საჯარო სკოლაში, ჭიდაობის დარბაზის მოწესრიგებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლაში არსებულ ჭიდაობის დარბაზში მშობლები ანტისანიტარიის შესახებ საუბრობენ.

მათი თქმით, ამის გამო ბავშვებს სოკოვანი დაავადებები გაუჩნდათ.

„ჩემი შვილი დადის ჭიდაობაზე. არის ანტისანიტარია, იმის გამო, რომ ხელსაბანიც და საპირფარეშოც საშინელ მდგომრეობაშია, ბავშვებს სოკოვანი დაავადებებიც გაუჩნდათ. შეწუხებულები ვართ, ნამდვილად არ გვინდა, დაგვიავადმყოფდეს შვილები“,
- ამბობს ერთ-ერთი მშობელი იზა ხუხია. 

„იქნებ მოგვაქციონ ყურადღება. ამ ზაფხულზე მაინც შეარემონტონ ცოტა, რომ სექტემბერს ნორმალურ მდგომარეობაში დახვდეს ჩვენს შვილებს დარბაზი“,- განმარტავს  გურანდა ქიმუცაძე.



24-ე საჯარო სკოლის დირექტორი ელიზბარ ბარბაქაძე აცხადებს, რომ ჭიდაობის დარბაზი გაიჯარავებული აქვთ. ამასთან, მისივე თქმით, სკოლის სრული რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია და შესაბამისად, დარბაზიც გარემონტდება.

„ჩემთვის არავის არ მოუმართავს ამ საკითხთან დაკავშირებით. საერთოდ, სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი და უნდა გარემონტდეს, მოლოდინის რეჟიმში ვართ“,- ამბობს დირექტორი.

ჭიდაობის დარბაზი იჯარით ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას აქვს აღებული, სადაც ამბობენ, რომ აღნიშნული დღეში ორჯერ სუფთავდება, შესაბამისად, იქ რაიმე საფრთხე გამორიცხულია.

გაერთიანებაში განმარტავენ, რომ დაბაზში ვარჯიშები აღარ არის, რადგან ბავშვები სექტემბრამდე ისვენებენ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.