ახალი ამბები
სასამართლომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიიდან პირის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია
FaceBook
სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიის შიდა აუდიტის სამსახურს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატები წარმოადგენდნენ.

საუბარია სამტრედიის მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგისა და შიდა კონტროლის განყოფილების უფროსის პოზიციაზე მყოფ მოქალაქეზე, რომელიც დაწესებულებაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლეს.

მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო ღიად დაფიქსირებული პოზიცია ამავე უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის წინააღმდეგ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებაზე.

მოსარჩელემ სასამართლოში გაასაჩივრა მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება, მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. მოსარჩელე ასევე ითხოვდა დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

„საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ამ დროისთვის არ არის კანონიერ ძალაში შესული, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, მოპასუხე უწყებას დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება“,- აღნიშნულია საიას განცხადენაში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.