ახალი ამბები
საქართველოში საარსებო მინიმუმი 254,5 ლარს შეადგენს
FaceBook
2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 80 თეთრით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 254,5 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 253,7 ლარს შეადგენდა.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2023 წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 80 თეთრით არის შემცირებული. 2022 წლის ივნისში საარსებო მინიმუმი 255,3 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-6 თვეში 225,4 ლარით განისაზღვრა. მაშინ როცა 2023 წლის მაისში - 224,7 ლარი, ხოლო 2022 წლის ივნისში - 226,1 ლარი იყო.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტში, მგზავრების ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო
მომსახურებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევა ცხადდება. 
11:35 / 05.11.2024
ქუთაისის აეროპორტში, მგზავრების ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევა ცხადდება
ქუთაისის მერიამ, არჩევნებამდე ცოტა
ხნით ადრე, მუხნარის ტყე-პარკში გამართული კონცერტისთვის 92 000 ლარზე
მეტი დახარჯა.
11:04 / 05.11.2024
ქუთაისის მერიამ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მუხნარის ტყე-პარკში გამართული კონცერტისთვის 92 000 ლარზე მეტი დახარჯა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.