ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ადგილზე ვითარებას სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის წარმოდგენლები სწავლობენ
FaceBook
მას შემდეგ, რაც ქუთაისის აეროპორტის შიდა ნაწილი დაიტბორა და ჭერის მცირე ფრაგმენტი ჩამოიშალა, ადგილზე სამხარაულის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
ისინი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომლის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია 2022 წელს განხორციელდა, ვითარებას სწავლობენ.

აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პრობლემები უხვმა ნალექმა შექმნა, თუმცა ოპერატიული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს დროში მოგვარება.

„ძალიან ძლიერი ნალექი იყო და ამიტომ, ტერმინალის ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელში დაზიანდა თაბაშირ-მუყაოს ჭერის, ე.წ. შუბლის მცირე ნაწილი, რომელსაც კომპანია ,,ანაგი" უმოკლეს პერიოდში შეაკეთებს“,- განმარტავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი ქუთაისის აეროპორტში შექმნილ პრობლემებს უახრისხოდ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირებენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. მგზავრთა ნაკადის მატების და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 2022 წელს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ–დასაფრენ ზოლს და აეროპორტის გამართულად ოპერირებისთვის აშენდა ახალი ტერმინალი.


ამავე თემაზე:

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რეისების მიღება განაახლა

დატბორილი აეროპორტი, ჩამონგრეული ჭერის ნაწილი და გადადებული რეისები ქუთაისში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის,
საპატრულო პოლიციის, თბილისის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და იმერეთის
პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 14
პირი დააკავეს.
11:42 / 14.09.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 14 პირი დააკავეს.
შსს-ს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო
პოლიციის, აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, თბილისსა და
რეგიონებში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა
ამოიღეს და 7 პირი დააკავეს.
11:37 / 14.09.2025
შსს-ს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 7 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.