ახალი ამბები
იმერეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
FaceBook

უხვმა ნალექმა პრობლემები იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა.



სტიქიის შედეგებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დილიდან ებრძვიან.

კერძოდ, დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები. გაჭედილია სანიაღვრე არხები.

„ჩვენი მეხანძრე-მაშველების მიერ ძირითადად ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა. ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად მიმდინარეობს რეაგირება“,- განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში.

ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებული პრობლემები ხონის მუნიციპალიტეტში შექმნა. დატბორილია საცხოვრებელი ეზოები, სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

წყალტუბოში დაიტბორა სოფელ გვიშტიბისა და გუბისწყლის დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირი. დღნორისის ადმინისტრაციული ერთეულის ოთხივე სოფელში დაზიანდა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები. წყალმა დაფარა ასევე, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები მუნიციპალიტეტის სოფლებში. დაზიანებულია ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზებიც.

უამინდობის გამო დაიტბორა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შიდა ნაწილიც, ჩამოიგრა ჭერის ფრაგმენტი, გადადებული იყო რეისებიც.

მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ვიზიტორთათვის დღეს დაიკეტა დაცული ტერიტორიებიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი საქართველოში დღის ბოლომდე გაგრძელდება, ხვალ, 12 ივლისიდან კი გამოიდარებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.