ახალი ამბები
რუსულმა ავიაკომპანიამ ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა
FaceBook
მოსკოვი-ქუთაისის რეისი, რომელიც გუშინ, 10 ივლისს, 23:00 საათზე, უნდა ჩამოფრენილიყო და უამინდობის გამო გადაიდო, დღეს შესრულდა.

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით უნდა დახვედროდნენ, თუმცა მათ დღევანდელი რეისის შესახებ არაფერი იცოდნენ.

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მიმდინარე წლის 10 მაისს მოაწერა. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.


ამავე თემაზე:


დატბორილი აეროპორტი, ჩამონგრეული ჭერის ნაწილი და გადადებული რეისები ქუთაისში

"უარი რუსულ ავიაკომპანიებს!“ - ქუთაისის აეროპორტში საპროტესტო აქცია დაიგეგმა

მოსკოვიდან ქუთაისისკენ რეისები, სავარაუდოდ, 10 ივლისს, შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რეისების მიღება განაახლა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.