ახალი ამბები
"უარი რუსულ ავიაკომპანიებს!“ - ქუთაისის აეროპორტში საპროტესტო აქცია დაიგეგმა
FaceBook
ავიაკომპანია Red Wings-ის მიერ მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების დაწყებას ქალაქში საპროტესტო აქციის შეხვდებიან.
რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავი, ქუთაისის აეროპორტში, დღეს, 23:00 საათზე, ჩამოფრინდება.  პროტესტის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეები აეროპორტში შეიკრიბებიან. 

ისინი აცხადებენ, რომ Red Wings-ი სანქცირებულია დასავლეთის მიერ, ამასთან, მას აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჰყავს მითითებული საიტზე. ამიტომ, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსულ ინტერესებს ემსახურება.

„დღეს პირველი ფრენა შესრულდება ქუთაისში მოსკოვიდან. მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს სწორი პოზიცია. ამიტომ, ვიკრიბებით დღეს, 20:00 საათზე, რადგან მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცდება ეკონომიკურ და ტურისტულ საკითხებს და პირდაპირ უკავშირდება ოკუპანტ ქვეყანასთან ხელისუფლების ღიად თანამშრომლობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას“, - განმარტავს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თემურ ცამციშვილი.

Red Wings-მა საქართველოში ფრენების უფლება პირველ ივნისს მიიღო. რუსულ ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები 15 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა რეისები რამდენჯერმე გადაიდო.

ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის ყოველდღიურად დაფრინავენ რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ და ქართული Georgian Airways -ი.

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მიმდინარე წლის 10 მაისს მოაწერა. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.