ახალი ამბები
ხონში მსხვილფეხა პირუტყვს ცოფი დაუდასტურდა
FaceBook
ხონში, მსხვილფეხა პირუტყვს ცოფი დაუდასტურდა, რის გამოც კარანტინია გამოცხადებული.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საკარანტინო პერიოდში ყველა ამთვისებელი ცხოველის ვაქცინაცია მიმდინარეობს.

ცოფის შემთხვევაა (ძაღლში) დაფიქსირებული აბაშაშიც, სოფელ მარანში. ამიტომ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციები სამტრედიის რამდენიმე ქუჩაზეც ტარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს სიფრთხილე, ცხოველებში საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს. საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501 ან სურსათის ეროვნული სააგენტოს სამმართველოებს.

აღსანიშნავია, რომ ცოფით დაავადებულ ცხოველს აღენიშნება ქცევის შეცვლა: მოუსვენრობა, გაძლიერებული ნერწყვდენა, უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, ღრღნის უცხო სხეულებს, კბენს ცხოველებსა და ადამიანებს (საკუთარ პატრონსაც კი). არის შემთხვევები, როცა ცხოველი ხდება ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ყეფა ხდება ხრინწიანი.

ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა). ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ცოფი
მსგავსი სიახლეები
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
11:04 / 16.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში''
ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
16:10 / 15.05.2024
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.