ახალი ამბები
მოქალაქეს, რომელმაც ფარში ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში შეიძინა, ტრიქინელოზი დაუდასტურდა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებს ტრიქინელოზი დაუდასტურდა.

ეს არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელოზით ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას.

როგორც წყალტუბოში მკვიდრი განმარტავს, ფარში ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში შეიძინა, თუმცა ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან უკვე განახორციელეს. მოკვლევა გრძელდება.

ქვეყნაში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეს ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევაა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ გაცემულ გრანტებზე
„გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ  გავრცელდება.
აგრეთვე ,  საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული
გრანტებისთვის საქართველოს მთავრობის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.
13:43 / 15.04.2026
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ გაცემულ გრანტებზე „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ  გავრცელდება. აგრეთვე ,  საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული გრანტებისთვის საქართველოს მთავრობის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.
1989 წლის 9 აპრილი ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და
ამავე დროს გმირული დღეა.
11:09 / 09.04.2026
1989 წლის 9 აპრილი ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს გმირული დღეა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.