ახალი ამბები
ქუთაისის ჯომარდობის ბაზის მოწყობაზე 1 892 149 ლარი დაიხარჯა
FaceBook
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისში, ჯომარდობის ბაზის მშენებლობა დასრულდა.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლესელიძის ქუჩაზე გამშვები ბაზა მოეწყო, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე - მიმღები.







,,ჯომარდობა რიონზე ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა, როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი უცხოელი ტურისტებისთვის. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებია ის პირობები, რასაც აქამდე სთავაზობდა ქუთაისი ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს.

ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ჩვენ, შევძელით აგვეშენებინა ახალი გამშვები და მიმღები შენობები, რაც ვფიქრობ, უფრო გააუმჯობესებს პირობებს და სპორტის ამ სახეობას მეტად პოპულარულს გახდის დაინტერესებული პირებისთვის“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.

ლესელიძის ქუჩაზე მდებარე გამშვები ბაზიდან საჩვენებელი დაშვება უკვე გაიმართა.



ჯომარდობის ბაზის მოწყობაზე 1 892 149 ლარი დაიხარჯა. პროექტი საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული პროგრამით დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ იმერეთში, ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 69 656 927 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტებია დაფინანსებული და განხორციელებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.