ახალი ამბები
ადიდებულმა წყალწითელამ სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდა
FaceBook
უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე წყალწითელამ, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მოძრაობა დროებით შეზღუდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის დროებითი გზა იყო მოწყობილი.

„ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დროებითი გზა. საავტომობილო მოძრაობის დროულად აღსადგენად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.

ამ დროისთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადართულია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე",- აცხადებენ გზების დეპარტამენტში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,
ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებები გაიმართება.
11:58 / 21.05.2024
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიებები გაიმართება.
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად
ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.
13:11 / 20.05.2024
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.