ახალი ამბები
ქუთაისში, ზ.გამსახურდიას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა
FaceBook
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეწყვეტილი სატრანსპორტო მოძრაობა დღეიდან ნაწილობრივ განახლდება.
ტრანსპორტი, დადგენილი სვლაგეზების შესაბამისად, ი. ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან ჟ. შარტავას ქუჩის კვეთამდე იმოძრავებს.

შესაბამისად, განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შემდეგი სქემა:

N 1R სვლაგეზი იმოძრავებს ი. ჭავჭავაძის გამზირიდან, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, ჟ. შარტავასა და ი. აბაშიძის ქუჩების გავლით, შ. რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

N 10 სვლაგეზი - ზ. გამსახურდიას ქუჩის, ჟ. შარტავასა და ი. აბაშიძის ქუჩების გავლით, დ. აღმაშენებლის გამზირის, გ. ტაბიძის ქუჩისა და შ. რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

N 20 სვლაგეზი იმოძრავებს ზ. გამსახურდიას ქუჩის, ჟ. შარტავასა და ი. აბაშიძის ქუჩების გავლით, შ. რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

N 31 სვლაგეზი - ზ. გამსახურდიას ქუჩის, ჟ. შარტავასა და ი. აბაშიძის ქუჩების გავლით, შ. რუსთაველის გამზირისა და ი. ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით.

N 1L სვლაგეზი - ზ. ფალიაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს შ. რუსთაველის გამზირის, ი. აბაშიძისა და ჟ. შარტავას ქუჩების გავლით, ზ. გამსახურდიას ქუჩისა და ი. ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

N 10 სვლაგეზი იმოძრავებს შ. რუსთაველის გამზირის, ი. გრიშაშვილის ქუჩის, ნ. დუმბაძის ქუჩის, დ. აღმაშენებლის გამზირის, ზ. გამსახურდიას ქუჩის, ი. აბაშიძისა და ჟ. შარტავას ქუჩების გავლით, ი. ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

N 20 სვლაგეზი იმოძრავებს ზ. ფალიაშვილის ქუჩიდან, შ. რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ი. აბაშიძისა და ჟ. შარტავასა ქუჩების გავლით, ზ. გამსახურდიას ქუჩასა და ი. ჭავჭავაძის გამზირზე.

N 31 სვლაგეზი - ი. ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, შ. რუსთაველის გამზირზე, ი. აბაშიძისა და ჟ. შარტავას ქუჩების გავლით, ზ. გამსახურდიას ქუჩასა და ი. ჭავჭავაძის გამზირზე.

ზ. გამსახურდიას გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. კეთილმოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს ,,გზამშენი XXI" ახორციელებს. სამუშაოები 2023 წლის 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე
საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში,
დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი
მიადგა, ზიანის ახალი წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.
14:31 / 20.06.2025
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის ახალი წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.
მას შემდეგ რაც სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 პირი
პატიმრობაში დატოვა, მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.
13:35 / 20.06.2025

მას შემდეგ რაც სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 პირი პატიმრობაში დატოვა, მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.