ახალი ამბები
ქუთაისის სასამართლომ ვარლამ გოლეთიანის სარჩელი არ დააკმაყოფილა
FaceBook
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის ვარლამ გოლეთიანის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ციცინო მოსიძემ 22 ივნისს მიიღო.

როგორც მოძრაობაში განმარტავენ, მოსამართლეს არ განუმარტავს, რა სამართლებრივი არგუმენტები გაითვალისწინა გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა ნამოხვანჰესთან დაკავშირებული პროტესტის გამო, ეს მათთვის მოულოდნელი არც ყოფილა.

„ჩინოვნიკები წყვეტენ ექსპერტულ საკითხებს, ხოლო მოსამართლე უყოყმანოდ აკანონებს აშკარა დისკრიმინაციის ფაქტს“,- აცხადებენ მოძრაობაში.

ვარლამ გოლეთიანი, რომელიც ქუთაისის ა. ვასაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გალობის ისტორიას ასწავლიდა, სამსახურიდან გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლეს. ის ამ გადაწყვეტილებას უკანონოსა და დისკრიმინაციულს უწოდებდა და  ნამოხვანჰესთან დაკავშირებულ მის აქტიურობას უკავშირდება.

„გათავისუფლების ბრძანებაში მიზეზად დასახელებული იყო ხელშეკრულების ვადის გასვლა, თუმცა არაფორმალურ საუბრებში არ დაუმალავთ, რომ გარკვეული ზეწოლის გამო იძულებული გახდნენ, ასე მოქცეულიყვნენ. ხელისუფლებამ მასზე ადმინისტრაციულად დაქვემდებარებული გაერთიანება (ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება) გამოიყენა, რომელსაც ძალიან არასასიამოვნო „დავალების“ შესრულება მოუხდა, იმის იმედად, რომ ისევ ჩვენ გავითვალისწინებდით ადამიანური ურთიერთობის ფაქტორს და შევეგუებოდით ამ გათავისუფლებას, როგორც ლოგიკურ შედეგს და სასჯელს სოციალური აქტივობისთვის“,- განმარტავს გოლეთიანი.

იგი მიიჩნევს, რომ როცა კონკრეტული საქმე ხელისუფლების ინტერესშია, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ იღებს, თუმცა, ამის მიუხედავად, აუცილებლად მიიჩნია, სასამართლოსთვის მიემართა.

მისივე თქმით, საქმის მასალებით გაირკვა, რომ სასწავლო წლის დასაწყისში ა. ვასაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის 44 თანამშრომლიდან მხოლოდ ის გაათავისუფლეს, ცოტა მოგვიანებით კი სასწავლო ბადიდან ქართული გალობის ისტორიის საგანიც ამოიღეს, რომელიც სხვა საგნით ჩანაცვლდა (ამდენად, არ შეცვლილა საგნების რაოდენობა). 

მოძრაობაში „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აცხადებენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში წერილობით ჩაბარდებათ, შემდეგ კი აღნიშნულს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ვარლამ გოლეთიანი ნამოხვანჰეთან დაკავშირებულ, დაახლოებით, 600-დღიან პროტესტს ხელმძღვანელობდა.

ამავე თემაზე:

აქტიურობის გამო გამათავისუფლეს - ვარლამ გოლეთიანი ომბუდსმენს მიმართავს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.