ახალი ამბები
„მშრომელების გამარჯვებისთვის“- მაღაროელებმა, 25 ივნისს, პარლამენტთან, აქცია დააანონსეს
FaceBook
გაფიცულმა მაღაროელებმა, ხვალ, 25 ივნისს, მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსეს.

ისინი თბილისში, პარლამენტის წინ, 19:00 საათზე შეიკრიბებიან და მშვიდობიან აქციას გამართავენ. ამასთან, მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ გვყავს სტუდენტები დედაქალაქში, გვყავს რეგიონებიდან ხალხი, რომელიც მზად არის ჩვენთან ჩამოსავლელად, მაგრამ გარკვეული სამუშაო პირობებიდან გამომდინარე არ შეუძლიათ მათ სამუშაო საათებში აქ ჩამობრძანება, კვირას, საღამოს 19:00 საათზე, მე ყველას გეპატიჟებით აქციაზე. აქცია არის მშვიდობიანი და არის უვადო. მინდა შემოგთავაზოთ აქციის ფარგლებში თქვენი ჩართულობა იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, იმ ყოველდღიურ საჭიროებებზე, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არის დღეს საქართველოში", - განმარტა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

ჭიათურაში გაფიცვის მე-19 და შიმშილობის 13-ე დღეა. პარალელურად, მე-6 დღეა, რაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

ისინი ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.