ახალი ამბები
საჩხერის მერიამ ბიძინა ივანიშვილი აკაკი წერეთლის მედლით დააჯილდოვა
FaceBook
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საჩხერეში, აკაკი წერეთლის მედლით დააჯილდოვეს.

მას ჯილდო წერეთლის სახელმწიფო მუზეუმზე „მრავალწლიანი ზრუნვისა და მის რეაბილიტაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“ გადაეცა.

ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„მუზეუმზე მრავალწლიანი ზრუნვისა და მის რეაბილიტაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის აკაკის მედლით ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან დღემდე მუზეუმისთვის ფონდის მიერ მილიონნახევარ ლარზე მეტი იქნა გაღებული. აკაკის მედლით დაჯილდოვდა აგრეთვე ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“-ს დამფუძნებელი პაატა კურტანიძე“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

აკაკი წერეთლის მშობლიურ სოფელში პრემია „სხვიტორის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გუშინ გაიმართა. დაჯილდოვდნენ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული მწერლებიც.

პრემიის იდეის ავტორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ცეზარ ლაშხი, ხოლო პრემიის დამფუძნებელი და ფინანსური მხარდამჭერი საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაა.

პრემიის დაჯილდოება წელს პირველად გაიმართა და ის ყოველწლიური იქნება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.