ახალი ამბები
შიმშილობას მაღაროელების დედებიც იწყებენ - პროტესტის მე-17 დღე ჭაითურაში
FaceBook
პროტესტის მე-17 დღეს, გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურაში დედები უერთდებიან.

ისინი შვილებთან ერთად შიმშილობას  გეგმავენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას იქამდე მიმართავენ,  ვიდრე გ  მაღაროელების ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

გაფიცულების ნაწილი ადგილზე, ხოლო ნაწილი  თბილისში აგრეძელებს პროტესტს. მათ პარლამენტთან კარვები აქვთ გაშლილი, სადაც მეოთხე ღამე გაათენეს.

„ჭიათურაში, მოშიმშილე ბიჭების დედები, მეუღლეები აპირებენ, შეუერთდნენ შიმშილობის პროტესტს. შიმშილობის მე-11 დღეა და , სამწუხაროდ, მოშიმშილეების მდგომარეობა დღითიდღე მეტად მძიმდება. ამიტომ, მივმართავთ კომპანიას, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, დაგვთანხმდნენ იმ პირობებზე, რაც ჩვენ გვაქვს წამოყენებული. მონურ ცხოვრებას გვირჩევნია ასე ვაჟკაცურად შევეწიროთ ამ საქმეს",- ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი. 

"დღეს მოშიმშილეების დედებიც იწყებენ შიმშილობას, ჩვენც შევუერთდებით და იმ 3 500 კაცის ბედი და ცოდვა, რაც დატრიელდება, იქნება ამათსა (ხელისუფლებას) და იმ კომპანიის კისერზე",- განმარტას გაფიცული მაღაროელი სინომ მიქაცაძე.

ჭიათურაში გაფიცვის მე-17 და შიმშილობის 11-ე დღეა. მაღაროელები ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ. დაანონსებული აქვთ მორიგი აქციაც, რომელიც პარლამენტთან 19:00 საათზე გაიმართება.

ამ ფონზე, დათმობაზე წასვლას არ აპირებს "ჯორჯიან მანგანეზი", სადაც აცხადებენ, რომ კომპანია წლებია ზარალიანია და ამიტომ, თანამშრომლების მხრიდან ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია. ისინი გაფიცულებს სთავაზობენ, გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს ფინანსური დოკუმენტები და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღონ.


ამავე თემაზე:

„ვბრძოლობთ, რომ ოჯახში მივიტანოთ ლუკმა-პური“- მაღაროელების პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა

"ხელფასის მომატება ალოგიკურია" - "ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულების მოთხოვნაზე


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.