ახალი ამბები
ჭიათურელმა ახალგაზრდებმა ხორვატიაში, RoboCupJunior-ის კონკურსზე მიიღეს მონაწილეობა
FaceBook
ჭიათურელმა ახალგაზრდებმა საერთაშორისო კონკურსზე, RoboCupJunior-ში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება ხორვატიაში, ქალაქ ვარაძინში, 7-10 ივნისს გაიმართა.

რობოტიკის კურსდამთავრებულებისგან შექმნილმა GeoTeam-ის გუნდმა კონკურსზე რობოტი წარადგინა, რომელსაც დაბრკოლების გადალახვა, ევაკუაციის ზონაში შეღწევა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

„ეს იყო საერთაშორისო ოლიმპიადა საუკეთესო გუნდების ევროპის ნაწილში. ჩვენ რომ აქ ვერიფიკაცია გავიარეთ, იყო ძალიან დიდი მიღწევა. მთავარი შედეგი დადგა ის, რომ ჩვენმა, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრმა, მიიღო შესაძლებლობა, სექტემბრიდან შევქმნათ კომიტეტი და განვსაზღვროთ ვინ წარადგენს საქართველოს 2024-ში მსოფლიო ჩემპიონატზე რობოტიკის მიმართულებით“,- ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე.



RoboCupJunior-ი რობოტების ფედერაციის განყოფილებაა, რომელიც მიზნად ისახავს რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციას დაწყებით და საშუალო სკოლის მოსწავლეებში. რობოქაფი ასევე ხელს უწყობს და მხარს უჭერს ისეთ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია სამეცნიერო და პროფესიულ ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის
ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც
აღნიშნეს.
14:41 / 17.05.2024
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც აღნიშნეს.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
11:04 / 16.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.