ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მეორე კვირაა მიმდინარეობს.

სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენი". 

ქუთაისის ოპერის რეკონსტრუქცია გულისხმობს თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაოები 22 თვეში უნდა დასრულდეს. მანამდე თეატრი ქუთაისის კონსერვატორიაში გააგრძელებს საქმიანობას. საოპერო სპექტაკლებს კი მესხიშილის თეატრში გამართავს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.

ოპერის თეატრის რეკონსტრუქციისთვის გასულ წელს მომზადდა  სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელშიც კულტურის სამინისტრომ 300 000 ლარი გაიღო. 

აღნიშნული სამუშაო არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს "ჯორჯიან ჰაუსმა" შეასრულა. აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი, "ჯორჯიან ჰაუსის" დაკვეთით ფინურმა კომპანია "აკუკონმა" შეიმუშავა.

კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენმა" ქუთაისში მანამდე ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია განახორციელა. 

ქუთაისის ოპერის თეატრის განახლება რეკონსტრუქია ბოლოს 2010 წელს შესრულდა და მისი საზეიმო გახსნა 2010 წლის დეკემბერში შედგა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.