ახალი ამბები
სკოლის მძღოლის მიერ არასრულწლოვანების მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ვანში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები პირველ მაისსვე დაიწყო, მათ შორის მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.

„მიმდინარე წლის პირველ მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

გამოძიების ფარგლებში 1-ელ მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის - მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.

მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

საქმეზე გამოძიება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება”, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც მძღოლის მეუღლეა. სავარაუდო დამნაშავის ოჯახში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და მომხდარ ფაქტს დაუჯერებლად მიიჩნევენ. მომხდარზე საუბარი უჭირთ არასრულწლოვნების ოჯახშიც.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო
დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა.
13:58 / 14.10.2024
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა.
შუქრუთელების უწყვეტი აქციის 7 თვის თავზე და შიმშილობის 43-ე დღეს,
პროცესებში, სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩაერთო.
11:01 / 14.10.2024
შუქრუთელების უწყვეტი აქციის 7 თვის თავზე და შიმშილობის 43-ე დღეს, პროცესებში, სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩაერთო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.