ახალი ამბები
"აქამდე არ გვქონდა, ახლა გვაქვს, მაგრამ არ ვიცით როდის გაიხსნება" - მერია საცოც კედელს არ ხსნის
FaceBook
ქუთაისში, ხელოვნური საცოცი კედელი, რომელიც თვეებია მოწყობილია, ჯერ კიდევ არ გახსნილა.

ამ სპორტის მოყვარულებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ კედელი გვირილობის დღესასწაულისთვის მაინც გაიხსნებოდა, თუმცა არც "ქუთაისქალაქობა 2023"-სთვის მიძღვნილი ღონისძიებების ჩამონათვალში აღმოჩნდა. 

"როგორ მეგონა რომ ორმაისობას საცოცი კედელიც გაიხსენებოდა",- ამბობს მთამსვლელი გიგა შუბითიძე.

"12 წელი ქუთაისში ხელოვნური საცოცი კედლის გაკეთებას ველოდი. დიდი ხანია სამუშაოები დასრულებულია, აქამდე არ გვქონდა კედელი, ახლა გვაქვს, მაგრამ არ ვიცით როდის გაიხსნება", - განმარტავს მთამსვლელი გიორგი ენუქიძე.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "TU-KA"-ს დირექტორი გაგა თოთაძე ამბობს, რომ მერიამ დასრულებული ობიექტი უკვე ჩაიბარა. 

2 მარტსაა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვის ვებგვერდზე პროექტის მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც წერია, რომ სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დასრულდა. 





როდის გაიხსნება ხელოვნური საცოცი კედელი და იქნება თუ არა ობიექტში შესვლა ფასიანი, მერიის პრესსამსახურში კონკრეტული პასუხი არ აქვთ. 

"მაისში გაიხსნება, მოგიწვევთ და იქვე გეტყვით ყველა თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას", - გვითხრეს მერიაში.  

ჩვენი ინფორმაციით, მერია ობიექტის იჯარით გადაცემას გეგმავს. დიდი ალბათობით, შესვლა ფასიანი იქნება, თუმცა რა ღირებულებით განისაზღვრება, ჯერ უცნობია.

ხელოვნური საცოცი კედლის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ოთხი თვე მიმდინარეობდა, თუმცა მერია ახლა არკვევს ობიექტის გაიჯარების საკითხს. შესაბამისად, ამის შემდეგ გადაწყდება ობიექტში შესვლის პირობებიც. 

ქალაქში საცოცი კედლის მოწყობას მოყვარულები 12 წელია ითხოვდნენ. მისი გაკეთება მხოლოდ საქართველო -ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოხერხდა. 

სახელმწიფო შესყიდვა (NAT220011131) მერიამ გამოაცხადა, რომლის თავდაპირველი ღირებულება 674 463 ლარს შეადგენდა. მერიაში უკვე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, მათ შორის, ფინანსურ ნაწილშიც.  ამდენად, კედელზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის  განსაზღვრული თანხა 67 134 ლარით გაიზარდა, რამაც საბოლოო ჯამში, 741 597 ლარი შეადგინა. 


ასეთი უნდა იყოს  ხელოვნური საცოცი კედელი


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.