ახალი ამბები
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის გუნდი "წიგნების თაროს" მე-13 სეზონის გამარჯვებული გახდა
FaceBook
საქართველოს წარმატებული ინტელექტუალური ახალგაზრდული შოუს, "წიგნების თაროს" მე-13 სეზონის გამარჯვებული ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

გამარჯვებული მოსწავლეები ფინალში მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის გუნდს ეჯიბრებოდნენ.

"წიგნების თაროს" დაძაბულ ფინალში ქუთაისის სკოლის მე-12დ კლასის (დამრიგებელი მზია ჩეგიანი) მოსწავლეებმა ლუკა ლიკლიკაძემ, გიორგი ჯუღელმა და მათე გიორბელიძემ წარმატებით ითამაშეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

"წიგნების თარო” ახალგაზრდული ლიტერატურული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. „წიგნების თაროს” სასკოლო სეზონში რჩეული 32 სკოლის გუნდი მონაწილეობს. თითოეულ გუნდში სამი, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასის მოსწავლეა. სტუდენტურ სეზონში კი მთელი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საუკეთესო 16 გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.

თამაში სამი ეტაპისგან შედგება. გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს.

შოუ ერთი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში გრძელდება (ოლიმპიური სისტემით). პროექტის მონაწილეები წიგნებით, პლანშეტებით, ვაუჩერებით და სხვადასხვა პრიზით საჩუქრდებიან, პროექტის გამარჯვებული გუნდები კი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მიემგზავრებიან.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.