ახალი ამბები
"ვიწყებთ მსჯელობას და ფიქრს სისტემაზე, როგორ დავფაროთ სკოლებში ბავშვთა კვება"
FaceBook
სასკოლო ინფრასტრუქტურაში რა წამს იქნება შესაბამისი კვების ინფრასტრუქტურა განვითარებული და უკვე გარკვეულ სკოლებში არის, ჩვენ პარალელურად ვიწყებთ მსჯელობას და ფიქრს იმ სისტემაზე,
როგორ დავფაროთ ყველა სკოლაში საბავშვო კვება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. 

მისივე თქმით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სასადილოების მოწყობას უკავშირდება.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და მე და ჩვენ ამას არ გავურბივართ. ამაზე ღიადაც ვლაპარაკობთ. მათ შორის, არის, რა თქმა უნდა, სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სამი ათწლეულია ჩვენს სისტემას მოსდევს. რას ვაკეთებთ ჩვენ? ის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და უკვე 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაპროექტებულია 2-3 წლის განმავლობაში და ამას კიდევ გადაბმულად მოსდევს 400 სკოლა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი კომპონენტი არის სასადილო ინფრასტრუქტურა ანუ, სკოლებში იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც შემდგომ აუცილებელია სერვისისთვის, რომ ჩვენი შვილები უზრუნველვყოთ ხარისხიანი, უსაფრთხო კვების მიწოდებით. პარალელურად, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებაზე და კვლევაზე, იმ მიდგომებზე და მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ სისტემურად მივუდგეთ ამ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს,“ - განაცხადა მინისტრმა.

interpressnews.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
12:09 / 29.04.2024
"ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.