ახალი ამბები
"იყო ფიზიკური შეხება" - დირექტორი სკოლაში მომხდარ ინციდენტზე
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის მიერ მოსწავლის ფიზიკურად შეხების ფაქტზე დაწყებული მოკვლევის დასრულებამდე, პედაგოგს გაკვეთილზე დასწრების უფლება არ მიეცემა.

სკოლის დირექტორი დიმიტრი ქარსელაძე განმარტავს, რომ მოსწავლესთან და მასწავლებელთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა არა ცემას, არამედ ფიზიკურ შეხებას.

„გამოიკითხა მოსწავლე, განაცხადა, რომ მერხზე აკაკუნებდა საწერ კალამს, რამაც გამოიწვია ხმაური. გაღიზიანდა მასწავლებელი, მივიდა, წაართვა კალამი, დადო მაგიდაზე და მხარში მოქაჩა. იგივეს ადასტურებს მასწავლებელიც. ამაზე მიდის კვლევა“, - ამბობს დიმიტრი ქარსელაძე.

მისივე თქმით, მომხარის შესახებ ინფორმირებულია ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, მანდატურის სამსახური და პოლიცია. ამასთან, საქმე გადაეცემა დისციპლინარულ კომიტეტს და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

5 აპრილს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ისტორია-სამოქალაქოს მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას ბავშვს ფიზიკურად ეხება.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.