ახალი ამბები
ცაგერის მუნიციპალიტეტში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტვიშში, ორხვსა და ალპანში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ზემოთხსენებულ სოფლებში ცოფის 2️ შემთხვევა- ძაღლსა და მსხვილფეხა პირუტყვში ლაბორატორიულად დადასტურდა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩუმის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის ვეტერინარებმა შემთხვევების გამოვლენისთანავე აღნიშნულ სოფლებში სავალდებულო ვაქცინაციის და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება დაიწყეს. აცრები ალპანის თემშიც მიმდინარეობს.

ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიებზე საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს, რაც ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას გულისხმობს. აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

კარანტინის პერიოდი შემთხვევის დადასტურებიდან განისაზღვრება და ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ მოქმედებს.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, სპეციალისტების რეკომენდაციით, მოსახლეობას მოუწოდებს, ცხოველებში საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს. საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501 ან სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს (ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა #17).

ძაღლზე ცოფის შემთხვევები დადასტურებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც, სადაც ბოლო ცნობით, 8 შემთხვევა ფიქსირდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ცაგერი #ცოფი
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.