ახალი ამბები
4-თვიანი ჩავარდნის შემდეგ, ქუთაისის სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქცია იწყება
FaceBook
ქუთაისის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც წესით, გასული წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, რამდენიმე დღეში უნდა  დაიწყოს.

სამჯერ ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ სკოლის სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მეოთხე მცდელობაზე გამოავლინა.

ცენტრალური სამუსიკოს სკოლის კეთილმოწყობას შპს „ჰეადერ კონსტრაქშენი“,  1 მილიონ 220 998 ლარის სანაცვლოდ, განახორციელებს. ამ უკანასკნელსა და მერიას შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 მარტს გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სარემონტო სამუშაოები 3 აპრილს უნდა დაიწყოს და 6 თვეში (27 სექტემბერს) დაასრულოს.

ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული სამუსიკო სკოლა:




წერეთლის ქუჩაზე მდებარე სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მეხუთე თვეა შეჩერებულია. რეკონსტრუქცია, რომელიც ახლა დასრულებული უნდა იყოს, სამუშაოების მოსამზადებელ ეტაპს არც გასცდენია.

ობიექტის კეთილმოწყობა თავდაპირველად (გასულ წელს) 1 მილიონ 583 866 ლარის სანაცვლოდ, მერიამ შპს "მშენებელჯგუფს" ანდო, რომელიც 7 პრეტენდენტს შორის შეირჩა.

განახლება და სტანდარტების შესაბამისად შენობის ფასადის მოწყობა, ინტერიერი, სახურავი, სველი წერტილები, განათების და გათბობის სისტემა, საკონცერტო და საგამოფენო სივრცეები, სამეცადინო ოთახები - კომპანიას ოთხსართულიანი შენობის სრული
რეაბილიტაციის დასრულება 7 თვეში დაევალა. საბოლოოდ, მხარეებს შორის თანამშრომლობა ჯარიმით და ხელშეკრულების გაწყვეტით დასრულდა.

სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული. მისი რეკონსტრუქია ერთ-ერთია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობაში თავს იწონებდნენ.


ამავე თემაზე:

სამჯერ ჩავარდნილი ტენდერი და მერიის მორიგი მცდელობა სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის

ჩავარდნილი და გადავადებული ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისში

მესამე ტენდერი და სამუსიკო სკოლის შეჩერებული რეაბილიტაცია

ქუთაისის მერიას მასტშაბურ ობიექტებზე გამოცხადებული ტენდერები ჩაუვარდა

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქციისთვის მერია ტენდერს თავიდან აცხადებს

გაუქმებული ხელშეკრულება და სამუსიკო სკოლის შეჩერებული რეაბილიტაცია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.