ახალი ამბები
საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე, თოვის გამო, შეზღუდვებია
FaceBook
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 94-კმ 110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე, არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო და საავტომობილო გზის კმ 114-კმ 194 მონაკვეთზეც (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი).

დეპარტამენტის ცნობით, მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 39-კმ 62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთს, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.