ახალი ამბები
"ვერავინ წაგვართმევს ქართველობას"–ირაკლი ჯულაყიძის ლექცია ქუთაისში
FaceBook
"სად არის საქართველოს ადგილი გლობალიზებულ სამყაროში?!"

გლობალიზაცია ყველა სფეროში ვლინდება. უცხო ქვეყნის ფეხბურთელი რომ ჩვენს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ეს გლობალიზაციაა, სხვადასხვა ქვეყნის პროფესორებს რომ ერთ დარგში აძლევენ ხარისხს, ესეც გლობალიზაციაა. მსოფლიო გლობალიზაციის ყველაზე საუკეთესო ლუსტრაცია კი ვირტუალური სამყაროა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს რომელიღაც კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევას ვუყუროთ.

პროფესორ ირაკლი ჯულაყიძის საჯარო ლექცია "გლობალიზაცია და საქართველო", მსოფლიო პროცესში მცირე ერების ადგილსა და ამ ადგილის მოპოვების გზებს შეეხებოდა.

მომსხენებლის აზრით, მსოფლიო გამოწვევების წინაშე მცირე ერებს მნიშვნელოვანი სირთულეები ხვდებათ, რომლის ვერგადალახვის შემთხვევაში, მსოფლიო გლობალურ მაგიდასთან არასდროს იქნება მათი ადგილი. ამის მიუხედავად, მცირე ერებს გლობალიზაციის არათუ უნდა ეშინოდეთ, არამედ, პირიქით, ამ პროცესში გადარჩენის შანსს უნდა ხედავდნენ.

"ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს, ვერც ქართველობას და ვერც რწმენას. ყველაფერი რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენშია. მთავარი შეკითხვა, რაზეც უნდა ვფიქრობდეთ, არის ის, თუ სადაა ჩვენი ადგილი და როგორ უნდა დავიმკვიდროთ თავი იქ, სადაც ყოფნა ჩვენთვის ასეთი აუცილებელია. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია არამხოლოდ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ამ სივრცეში, არამედ, იდეების გენერატორიც იყოს",–მიიჩნევს პროფესორი.

მომხსენებლის თქმით, ჩვენი, როგორც მცირერიცხოვანი ერისთვის უმთავრესი ბერკეტი ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზებაა.

"ქართველი არ არის ზარმაცი, მაგრამ ის არ არის ბუნებით მუშა. ჩვენში სხვა მენტალიტეტი დევს. ჩვენ გვაქვს ნიჭი შევქმნათ ინტელექტუალური პროდუქტი. არც რემბრანდტი, არც ლეონარდო დავინჩი და არც ვინმე სხვა არ არის რენესანსისტი. რენესანსი შოთა რუსთაველით და მისი "ვეფხისტყაოსნით" იწყება",–მიიჩნევს ირაკლი ჯულაყიძე.

პროფესორის აზრით, მცირე ერების და მათ შორის ქართველების უმთავარესი პრობლემა, რაც მათ მსოფლიო ინტეგრაციის გზაზე აფერხებს, არის არატოლერანტული განწყობა ყოველგვარი უცხოს მიმართ.

პროფესორ ირაკლი ჯულაყიძის ლექცია, პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ქუთაისის ოფისში გაიმართა.

მარიამ პატარაია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელმა სპორტსმენმა, შოთა მიშველიძემ,
საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატზე, მორიგი რეკორდი
დაამყარა.
17:24 / 28.10.2020
ქუთაისელმა სპორტსმენმა, შოთა მიშველიძემ, საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატზე, მორიგი რეკორდი დაამყარა.

ქუთაისის მერია ყოველწლიურ ფოტოკონკურსს
14:11 / 28.10.2020

ქუთაისის მერია ყოველწლიურ ფოტოკონკურსს "ილო 2020" აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.