ახალი ამბები
რამდენიმეწლიანი დაპირების შემდეგ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია იწყება
FaceBook
ექვსი წლის წინ დაანონსებული ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია წელს დაიწყება.

სარემონტო სამუშაოების შესრულებელი კომპანია უკვე გამოვლენილია. პარკის კეთილმოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერში [NAT220025121] შპს „დაგმა“ გაიმარჯვა, რომელსაც ცენტრალური პარკისა და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ევალება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

"რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, ჯერ რაღაც დეტალებია შესათანხმებელი დამკვეთთან და ზუსტი თარიღი მაშინ გვეცოდინება“, - ამბობს "დაგის" წარმომადგენელი.

ცენტრალური პარკისა და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების (დაზუსტებული არ არის რომელ შენობებზეა საუბარი) საპროექტო და სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 14 მილიონ 850 000 ლარია გამოყოფილი.

მას სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში (Design-Build მეთოდით) მუნიციპალური განვითარების ფონდი აკეთებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების სრული ვადა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, საგარანტიო ვადა კი 2 კალენდარულ წელს შეადგენს.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

რატომ ჩაიშალა ბულვარის რეაბილიტაცია წლების წინ -  "ქუთაისიპოსტის" მასალა ნახეთ აქ.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის მუშტაიდის პარკის შემდეგ, სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში. ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.