ახალი ამბები
ხახანაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
FaceBook
ხახანაშვილის ქუჩის სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ქუთაისის მერიამ მესამედ მცდელობის შემდეგ გამოავლინდა.

ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, 280 000 ლარის სანაცვლოდ, შ.პ.ს. ,,გზამშენი XXI" განახორციელებს.

ტენდერში მხოლოდ აღნიშნული კომპანია მონაწილეობდა, შესაბამისად, გამარჯვებულიც ის გახდა.

შპს ,,გზამშენი XXI"-მა ხახანაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები 3 თვეში უნდა განახორციელოს. ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ მერიამ ზ.გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციაც, რომელიც 10 მარტს დაიწყო, სწორედ აღნიშნულ კომპანიას ანდო.

ხახანაშვილზე სამუშაოები მეოთხე თვეა მიტოვებული. ქუჩაზე ფილები აყრილია, რის გამოც როგორც მანქანებისთვის, ასევე ქვეითთათვის გადაადგილება დისკომფორტს ქმნის.

ხსენებულ ქუჩაზე გზის საფარისა და სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად სახელმწიფო შესყიდვა მერიამ 2022 წლის დასაწყისში, ჯიბლაძის ქუჩის სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გამოაცხადა.

ტენდერის გზით, კომპანია "ონიქს როუდს" 504 803 ლარის სანაცვლოდ (ჯიბლაძის ქუჩა - 285 586 ლარი, ხახანაშვილის ქუჩა - 219 216) დაევალა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. თუმცა, მერიის მხრიდან პროექტის (რომლის მიხედვით უნდა ჩატარდეს რემონტი) მუდმივი კორექტირების გამო განსაზღვრულ ვადაში კომპანიამ სარემონტო სამუშაოები ვერ განახორციელა.

საბოლოოდ, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდა. მერიამ კომპანია დააჯარიმა, ხოლო ამის საპასუხოდ "ონიქს როუდმა" სასამართლოში იჩივლა.

ამავე თემაზე:

ხახანაშვილის ქუჩისთვის, უკვე გაზრდილი თანხით, ტენდერი მესამედ ცხადდება

ტენდერით არავინ დაინტერესდა - ხახანაშვილის ქუჩა ისევ მიტოვებულია

მერია, ხახანაშვილის ქუჩის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერს მეორედ აცხადდებს

ხახანაშვილის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები მიტოვებულია

დაჯარიმებული კომპანია და მიტოვებული სამუშაოები - ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩების "რეაბილიტაცია"

მერია დაუზიანებელი გზის რეაბილიტაციაში ნახევარ მილიონ ლარს ხარჯავს (ვიდეო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.