ახალი ამბები
"ოცნების" დეპუტატის "პასუხი" ქუთაისელ აქტივისტებს
FaceBook
„ქართული ოცნება“ იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც „რუსულ კანონპროექტს“ აპროტესტებდნენ „პასუხს უბრუნებს“.

„ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც აქტივისტების სახლების ჭიშკარზე - „აქ ცხოვრობს დავალების შემსრულებელი ნაცი ჯაშუში“ - ამ შინაარსის წარწერებია გაკეთებული.

ერთ-ერთი ასეთი წარწერა ქუთაისელი აქტივისტის აკაკი საღინაძის სახლის ჭიშკართან გამოჩნდა. საღინაძე „რუსული კანონის“ საწინააღმდეგი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ქუთაისში.

სამხარაძე ამბობს, ეს არის პასუხი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს, ზაზა ლომინაძეს „რუსული კანონის“ მხარდაჭერის გამო, სახლთან წარწერა „მონა“ გაუკეთეს.

„ორი დღის წინ, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის სახლს რომ სისულელები დააწერეს, ხომ გახსოვთ? ვინც დააწერა და დაავალა, მათ სახლებთან ეს წარწერები გამოჩნდა“ - წერს სამხარაძე ფეისბუქ გვერდზე.




„ქართული ოცნების“ დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ადრეც, ახლაც და მომავალშიც მომხრე იქნება „აგენტების გამოსააშკარავებელი“ კანონის მიღებაზე, რადგან საქართველოს „სჭირდება მსგავსი კანონები“.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.