ახალი ამბები
"ეუთო/ოდირმა „რუსული კანონპროექტის“ შესწავლა დაიწყო" - სახალხო დამცველის აპარატი
FaceBook
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ეუთოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა.

ომბუდსმენის აპარატმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) წერილობით უკვე მიმართა.

"საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა კანონპროექტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად მისი შესწავლა დაიწყო. ორგანიზაცია ხაზს უსვამს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ამ მნიშვნელოვანი საქმის განსახორციელებლად საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან გეგმავს თანამშრომლობას.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, ეროვნული კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების გზით შეიმუშაოს და მიიღოს. კონსულტაციების საჭიროება კი განსაკუთრებით მაშინ დგება, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე", - ნათქვამია სახალხო აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ქრთული ოცნებიდან" ფორმალურად წასული ე.წ "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ ინიცირებული „რუსული კანონპროექტის“ თანახმად, ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. ამ კანონს, რომლის მიზანიც, ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

კანონპროექტის ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტში, მგზავრების ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო
მომსახურებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევა ცხადდება. 
11:35 / 05.11.2024
ქუთაისის აეროპორტში, მგზავრების ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევა ცხადდება
ქუთაისის მერიამ, არჩევნებამდე ცოტა
ხნით ადრე, მუხნარის ტყე-პარკში გამართული კონცერტისთვის 92 000 ლარზე
მეტი დახარჯა.
11:04 / 05.11.2024
ქუთაისის მერიამ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მუხნარის ტყე-პარკში გამართული კონცერტისთვის 92 000 ლარზე მეტი დახარჯა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.