ახალი ამბები
"შეწყვიტეთ აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა" - NGO-ები შსს-ს
FaceBook
"შეწყვიტეთ აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა", -  ასე მიმართავს ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს.

"წუხელ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება. მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების და დაკავების შემდგომი პრაქტიკა არის მიუღებელი და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არაერთხელ მომხდარა ამ დრომდეც დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძვლით.

ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ:

"ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა";

"დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები";

"დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებელად არ გახანგრძლივდეს".

2 მარტის აქციაზე, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობდა დაკავებული 30-მდე მოქალაქე კვლავ არ გაუთავისუფლებიათ.

გუშინ პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, 36 მოქალაქე დააკავეს. მათგან, ნეტგაზეთის ინფორმაციით, 6-7 მოქალაქე ხელწერილით გაათავისუფლეს. გათავისუფლებულებს შორის არის ორი ჟურნალისტი – "პუბლიკას" რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და "ტაბულას" რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილი.

მოქალაქეები დააკავეს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

უფლებები საქართველო

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG

ქალთა ფონდი საქართველოში

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ღია საზოგადოების ფონდი

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).


ფოტო: ნეტგაზეთი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.