გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში
საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), თბილი და უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), თბილი და უნალექო
ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო),
უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18
გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებს,
აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15-დან
20 გრადუსამდე დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები