ახალი ამბები
60-ზე მეტი მედიაორგანიზაცია დაუშვებლად მიიჩნევს „რუსული კანონის“ მიღებას
FaceBook
64 მედიაორგანიზაცია უარს ამბობს "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე და არ აპირებს ამ ნიშნით მუშაობას.
60-ზე მეტი მედიასაშუალება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტს:

"ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები - დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას". 

ვეთანხმები:

თბილისი
netgazeti.ge
პუბლიკა (publika.ge)
ინდიგო
სტუდია მონიტორი
queer.ge
dev.ge
On.ge
Ტაბულა
სამოქალაქო საქართველო - civil.ge
მედიაჩეკერი
პროექტი 64
Chai Khana media
Ufleba.ge
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
მედია ჰოლდინგი კომერსანტი
OC Media
მედიაპორტალი “კაქტუსი,” cactus-media.ge
ჯემნიუსი (jam-news.net)
ონლაინ გამოცემა sova.news
რეალპოლიტიკა (realpolitika.ge)
“მთის ამბები” - mtisambebi.ge
საქართველოს ამბები - sakartvelosambebi.ge
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

შიდა ქართლი:

ქართლის ამბები (qartli.ge)
გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge
TV მედიამონიტორინგი
"ქართული მედია ჯგუფი" - metalab.ge / feminism.ge
Დია
ნეო ტვ - neotv.ge

ქვემო ქართლი:

სათემო რადიო "მარნეული"
ქალთა სათემო რადიო ww
ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge
მარნეული TV
რადიო ბოლნელი

სამცხე-ჯავახეთი:

სათემო რადიო "ნორი", ნინოწმინდა, nor.ge
ტელეკომპანია “ბორჯომი”, borjomi.tv
მეცხრე არხი, ახალციხე
სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი
მედია სახლი - სამხრეთის კარიბჭე sknews.ge
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge
TOK TV

აჭარა

Batumelebi.ge
TV 25
სამეგრელო:

ტელეკომპანია "მეცხრე ტალღა", ფოთი
რადიო ათინათი
კოლხეთი 89
ეგრისი TV
რადიო ოდიში +
ჰარმონია
TV ოდიში

კახეთი:

კახეთის ხმა, knews.ge
საინფორმაციო სააგენტო "სპექტრი", გურჯაანი, speqtri.ge
პანკისის სათემო რადიო
თანამგზავრი TV

იმერეთი:

ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტი” kutaisipost.ge
რიონი TV
იმერვიზია TV
მეგა TV
TV ზარი
რადიო რიონი
რადიო ზარი

გურია

გურია TV

მცხეთა-მთიანეთი

აგროგარემო TV

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.