ახალი ამბები
თბილისში დაგეგმილ უკრაინის მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან
FaceBook
თბილისში დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დედაქალაქისკენ მანქანების კოლონებით უკვე გაემართნენ.

„დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ჩვენს მოძმე ერს. ჩვენ გვაქვს ურყევი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ და კიდევ ერთხელ დავგმობთ რუსულ აგრესიას. რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყოთ, რათა დაინახოს უკრაინელმა ხალხმა, რომ ხელისუფლება თუ არა, ქართველი ხალხი ვუდგავართ გვერდით მათ და ვუცხადებთ სოლიდარობას“,- განმარტავს ქუთაისის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოში თედო მესხი.

საქართველოს მოქალაქეები უკრაინას მხარდაჭერას თბილისიდან - დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილი აქციით გამოუცხადებენ. ისინი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, რომ მხარს უჭერენ ამ ომში უკრაინის გამარჯვებას და რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

აქციას შეუერთდებიან რეგიონებში მცხოვრებლები და სტუდენტები. გარდა ამისა, 19:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან თბილისში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტები, რომლებიც აქციაზე მსვლელობით მივლენ.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.