ახალი ამბები
"მოხსნან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი" - ავარიულ სახლში მცხოვრები სასამართლოს მიმართავს
FaceBook
რევაზ სანიკიძე, რომელიც 16 წელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ცხოვრობს, ობიექტისთვის ამ სტატუსის მოხსნის თხოვნით სასამართლოს მიმართავს.
საუბარია ქუთაისში, გაპონოვის ქუჩა #3-ში მდებარე ორსართულიან შენობაზე, რომელიც ორი წლის წინ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა.

"სასამართლოში შევიტანე სარჩელი, მომიხსნან მაინც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თორემ მე არ მაქვს უფლება ერთი აგურიც რომ დავდო. ან ვითხოვ, გაკეთდეს პროექტი და ჩატარდეს ის სამუშაოები, რაც სჭირდება აღდგენას“,
- განმარტავს ის.

რევაზ სანიკიძე ამბობს, რომ გაზის აფეთქების შემდეგ ობიექტიდან სამშენებლო მასალები ყოველდღიურად ცვივა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ამ სახლში მცხოვრებლებს, ასევე ქუჩაზე ნებისმიერ გამვლელს.



ორსართულიან ნგრევად შენობაში ორი ოჯახი ცხოვრობს.

რევაზ სანიკიძე გვიყვება, რომ ორი წლის წინ, გაზის აფეთქების შემდეგ ქალაქის მერიც იყო ადგილზე მისული. მისი თქმით, თანხასაც დაჰპირდა, თუმცა დაპირებული თანხის მხოლოდ ნაწილი მისცეს.

"მოვიდა ქალაქის მერი, შეხედა ამ უბედურებას და დამპირდა 2 500 ლარს ჩაგირიცხავთო, მაგრამ მხოლოდ 1 500 ლარი მომცა. 1000 ლარის მარტო მინა ვიყიდე და ეს თანხა საკმარისი იქნებოდა? კიდევ კარგი, გადავრჩით ღმერთის ნებით. მას შემდეგ ყოველდღიურად ცვივა ქვები. აქ ბაღია, ინსტიტუტია, სხვადასხვა დაწესებულება და ორგანიზაციაა, დადის ხალხი, პატარა ბავშვებიც და საფრთხეა ყველასთვის. ფაქტობრივად ხაფანგია, რა დროს ჩამოინგრევა არავინ იცის“, - განმარტავს იგი. 



რევაზ სანიკიძე ამბობს, რომ მაშინ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებიც იყვნენ ადგილზე მისული, თუმცა ავარიული შენობის შეკეთებაზე არაფერი უთქვამთ. 

სანიკიძის თქმით, რადგან „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არ არის, ხელისუფლება მას განგებ არ ეხმარება.

„როცა მივედი მერიაში განცხადების დასაწერად, მითხრეს, დეპუტატსაც თხოვე დახმარებაო. ვუთხარი, არ ვიცი დეპუტატი ვინ არის-მეთქი. რას ქვია, დეპუტატი არ აგირჩევიაო? ვუთხარი, მე ამ ხელისუფლებას არ ვირჩევ-მეთქი. გაიგეს, რომ არ ვიყავი მათი მხარდამჭერი, ამიტომ არის ეს შენობა ამდენი ხანი ასეთ მდგომარეობაში. განგებ არ აკეთებენ. ეგენი თავიანთ მხარდამჭერებს არ სცემენ პატივს და მე მცემენ?“, -  ამბობს რევაზ სანიკიძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში კი ნგრევად სახლში მცხოვრებლებს ქალაქის მერთან შეხვედრას ურჩევენ.

„როცა ჩამონგრევა მოხდა, მაშინ ჩვენ ვიყავით მისულები, მერიც იყო მისული და დახმარება აღმოვუჩინეთ, რისი აღმოჩენაც შეიძლებოდა. მოვიდეს თავად და გავესაუბრები. შევახვედრებ, ვისაც ეხება ეს საკითხი, ან მერთან მიღებაზე ჩაეწეროს. გააჟღეროს ეს პრობლემა, ყველა სამსახურია იქ, მოისმენენ და რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - ამბობს უბნის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ნადირაძე.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან სააგენტოში "ქუთაისიპოსტის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.