ახალი ამბები
„გაიგებთ ვის ინტერესებში შედიოდა ნამოხვანჰესის“ მშენებლობის დაბლოკვა“
FaceBook
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ არცერთი ორგანიზაციის საქმიანობა არ შეიზღუდება, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ საიდან ფინანსდება და რა მიზნით.
ამის ერთ-ერთ მაგალითად ირაკლი კობახიძემ „ნამახვანჰესის“ პროექტი მოიყვანა.

„კონკრეტული ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის დაბლოკვაში, რაც ერთადერთ მიზანს ისახავდა – საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადოდ უზრუნველყოფას. შეიძლება იყო რუსული კომერციული წყაროები, შეიძლება - სხვა წყაროები. რეესტრი როდესაც დაიდება, ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, ვინ საიდან ფინანსდებოდა, რისთვის ფინანსდებოდა და ამის საფუძველზე შეიძლება, საზოგადოებამ ჩამოაყალიბოს საკუთარი დასკვნა, ვის ინტერესებში შედიოდა ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვა და რატომ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო მოქმედებები.

საზოგადოება იმსჯელებს ამაზე რამდენიმე თვეში. ყველა აქტივობასთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. გამჭვირვალობის წინააღმდეგ როცა მიდიან ორგანიზაციები, რომლებსაც გამჭვირვალობა ეწოდებათ, მათ შორის სათაურში, ეს აჩვენებს, რომ მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყებას ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა. ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებდნენ. ამიტომ, 2022 წლის 24 მარტს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.