ახალი ამბები
"სიცოცხლე, ფაქტობრივად, სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის გაწირა“
FaceBook
არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძეს დღეს გელათის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

გელათის მონასტერში ამ წუთებში არქიმანდრიტის წესის აგება მიმდინარეობს, რომელსაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, საქართველოს ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიის სამღვდელო პირებთან ერთად აღასრულებს.

არქიმანდრიტ იოსების გარდაცვალების გამო საპატრიარქო პარტიარქის სამძიმარს ავრცელებს:

„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მწუხარება არქიმანდრიტ იოსების (ბურჯანაძე) გარდაცვალების გამო, რომელმაც სიცოცხლე, ფაქტობრივად, სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის გაწირა. მისი ამ ქვეყნიდან გასვლა დიდი დანაკლისია ქუთაის-გაენათის ეპარქიისა და საერთოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

აღვავლენთ ლოცვებს მამა იოსების უკვდავი სულისათვის, რათა მან მართალთა თანა განისვენოს, ხოლო მის ახლობლებს, სასულიერო პირთ და მრევლს მომადლოს ნუგეში და ლოცვის ძალა“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ სამძიმარში.

გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი ხანძრის შედეგად მიღებული სხეულის დამწვრობისგან გარდაიცვალა.

ის ორ კვირაზე მეტი საავადმყოფოში იმყოფებოდა. ექიმებიც ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

გელათის მამათა მონასტერში, სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში, ცეცხლი 16 იანვარს გაჩნდა.

ფოტო: მარიამ მჟავია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.