ახალი ამბები
„დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით საქართველოს მთავრობის ფუნქციონირება ყველაზე დაბალი ქულებით შეფასდა
FaceBook
ბრიტანულმა გამოცემამ Economist-მა ყოველწლიური "დემოკრატიის ინდექსის" მიხედვით ქვეყნები შეაფასა. ამ შეფასებით საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის რჩება.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

"დემოკრატიის ინდექსი 2022-ით" საქართველოს საერთო ქულა 5.20-ია. ქვეყანა რეიტინგში 90-ეა და წინა წელთან შედარებით, პოზიცია 1-ით აქვს გაუმჯობესებული.

გამოცემის ანალიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული "დემოკრატიის ინდექსი 2022" აფასებს მდგომარეობას 165 სახელმწიფოსა და 2 ტერიტორიაზე. ქვეყნები იყოფა ოთხი ტიპის რეჟიმად: სრული დემოკრატია, არასრულყოფილი დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი.

შეფასებისას გამოყენებულია 5 კატეგორია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკაში მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. საუკეთესო მაჩვენებელი 10 ქულით აღინიშნება. 

საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი 7 ქულა;

მთავრობის ფუნქციონირება 3.57;

პოლიტიკაში მონაწილეობა 6.11;

პოლიტიკური კულტურა 3.75;

სამოქალაქო თავისუფლებები 5.59.

Economist-ის შეფასებით, საერთო ჯამში, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებიდან მაჩვენებლები გაიუმჯობესა 16-მა. ყველაზე მეტად - მონტენეგრომ და ალბანეთმა. მდგომარეობა გაუარესდა 6-ში, მათგან ყველაზე მეტად - რუსეთში(-22).

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის არცერთ სახელმწიფოში არ არის სრულფასოვანი დემოკრატია. 28 ქვეყნიდან 16-ში, რომელთა შორის არიან ევროკავშირის წევრები აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა, არასრულყოფილი დემოკრატიაა. ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნები არიან საქართველო, უკრაინა, სომხეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ავტორიტარული რეჟიმებია რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და შუა აზიის იმ ქვეყნებში, რომლებიც დსთ-ს წევრები არიან.

Economist-ის მკვლევართა ჯგუფის შეფასებით, სრული ან არასრულყოფილი დემოკრატიის პირობებში ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის 45.3%. მათგან მხოლოდ 8% - სრულ დემოკრატიაში. სრულფასოვანი დემოკრატიაა ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, შვედეთში, დანიაში, ფინეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში, ურუგვაიში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და კიდევ 10 ქვეყანაში. ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის 36.9%. მათი უდიდესი წილი მოდის ჩინეთსა და რუსეთზე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.