ახალი ამბები
"პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირებულები“ - კულტურის სამინისტრო გელათზე კვლევის ავტორებზე
FaceBook
საქართველოს კულტურის  სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ ჩუბინაშვილის ცენტრის კვლევას და პარტია "ლელოს" წევრთა განცხადებებს, რომელთაც სამინისტრო მწვავედ გააკრიტიკეს კვლევაში აღწერილი გელათის მძიმე ვითარების გამო.

სამინისტრომ ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერთა ჯგუფი მოიხსენია, სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანთან  "პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირებულებად".

სამინისტროში აცხადებენ, რომ კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა სამინისტროსა და მის მიერ გელათში შექმნილი პრობლემების გამოსასწორებლად ქვეყნის შიგნიდან თუ უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობის გარეშე იქნა შემუშავებული და ის, შესაბამისად, შორს არის მეცნიერული დასკვნისაგან.  სამინისტროს მტკიცებით, მოცემული დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია.

სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მათთვის ახლახან გახდა ცნობილი, რომ დასკვნა ცენტრის ხელმძღვანელისგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული.

"ცენტრის ხელმძღვანელისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის გვერდის ავლით "დამტკიცებული" დასკვნა წარმოადგენს თუ არა კვლევითი ცენტრის დასკვნას, ეს საკითხი სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს". სამისტრო კვლევას ზედაპირულს უწოდებს და მის ავტორებს „არაკომპეტენტურს“.

"(დასკვნის ავტორები)  ხარაჩოდან ვიზუალური დათვალიერებით" აკრიტიკებენ განხორციელებულ სამუშაოებს, მათ მეთოდოლოგიას და ამას აკეთებენ ისე, რომ არავითარი პრაქტიკული გამოცდილება კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციის დარგში არ გააჩნიათ.
ამავე არაკომპეტენტური თეორეტიკოსების საქმიანობის შედეგია ის, რომ სამინისტრო, უკვე რამდენიმე თვეა, სამონასტრო კომპლექსში გადარჩენით სამუშაოებს ვეღარ ახორციელებს“, - წერია განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო ყველა გადაწყვეტილებას იუნესკოსთან ათანხმებს. ხოლო სამინისტროს მიერ გელათში წარმოებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები საჯარო და ხელმისაწვდომია როგორც იუნესკოს, ასევე სამინისტროს ინტერნეტგვერდების საშუალებით.

ჩუბინაშილის ცენტრის კვლევა 30 იანვარს გამოქვეყნდა. 31 იანვარს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სამინისტროს აუდიტი შევიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.