ახალი ამბები
"ჩვენ ზრუნვა გვჭირდება" - ძალადობის წინააღმდეგ აქცია ქუთაისში
FaceBook
"დისკრიმინაცია დანაშაულია", "სოლიდარობა გვაძლიერებს",  "ჩვენ ზრუნვა გვჭირდება" - ამ სლოგანით  ქუთაისში აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები 30 იანვარს „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ოფისთან მომხდარს ინციდენტს გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნული ცენტრის თანამშრომელს მეზობელი, მანქანის დაპარკინგების გამო, ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ცენტრის თანამშრომლები და ბენეფიციარების მშობლები აცხადებენ, რომ მეზობლების მხრიდან დისკრიმინაციას ადგილი მანამდეც ჰქონდა. ამიტომ ისინი მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ.

"30 იანვარს, მეზობლების გარკვეულმა რაოდენობამ მოგვიწყო სისხლიანი გარჩევა იმის გამო, რომ მათი ვარაუდით, ჩვენს ერთ-ერთ მშობელს ქუჩაში, მერიის ტერიტორიაზე, ჰყავდა მანქანა დაპარკინგებული. ზოგადად, ვისაც არ უნდა გაეჩერებინა მანქანა, ჩვენთან შემოდიოდნენ ყვირილით და სიტყვიერი შეურაცხყოფებით, გაუჩერებელი სიგნალებით ითხოვდნენ მანქანის გადაყენებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვგრძნობდით ამ დისკრიმინაციას შშმ თემისა და შშმ თემთან მომუშავე ორგანიზაციის მიმართ. უბრალოდ ასეთი მძაფრი და სისხლიანი გარჩევა ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ჩვენი არსებობის 11-წლიანი ისტორიის მანძილზე“,
- განმარტავს „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ დირექტორი ლიკა მხატვარი.



"ყოველთვის არის ქალაქში ისეთი პირობები, როცა გექმნება ადამიანს დისკომფორტი. ყოველთვის არის, რომ ვიღაც დაგიყენებს ეზოსთან მანქანას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოხვიდე და იძალადო, ლურსმნიანი ჯოხით სცემო. არ ვიცი ეს ძალადობის რა ფორმაა. ჩვენ ვითხოვთ სულ მცირედი ემპათია და მხარდაჭერა გამოხატონ“, - ამბობს ორგანიზაციის თანადამფუძნებელი მერი თოდაძე.

„ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ დირექტორის თქმით, მათი ორი თანამშრომელი დაზარალებულად სცნეს და ახლა ორგანიზაციისთვის ამავე სტატუსის მინიჭებას ელოდებიან. ამასთან, მომხდარი ინციდენტის საფუძველზე აღძრული საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორი თანამშრომელი სცნეს დაზარალებულად, დიდი მნიშვნელობა ექნება ორგანიზაციის დაზარალებულად ცნობას, რომ საზოგადოებამ სწორად აღიქვას, რას ნიშნავს დისკრიმინაცია. რამხელა მნიშვნელობა აქვს შშმ თემს და ამ თემთან მომუშავე ორგანიზაციის უსაფრთხოებას, ემოციურ სტაბილურობას, იმიტომ რომ ჩვენ მომხდარის შემდეგ ვერ აღვადგინეთ მუშაობა იმხელა სტრესის ქვეშ ვართ. როდესაც ისეთ მოწყვლად ჯგუფთან მუშაობ, როგორიც არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანა ფიქრობდეს იმაზე, როგორ შეგვიწყონ ხელი და როგორ იყვნენ ტოლერანტობის გამზიარებელნი“,- განმარტავს ლიკა მხატვარი.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ქუთაისის მერიასთან გადაინაცვლეს, რომ თავიანთი სათქმელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააგონონ. ისინი მიიჩნევენ, რომ ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდასაჭერა სახელმწიფოს პრეროგატივა უნდა გახდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.