ახალი ამბები
გაუმჭვირვალობა, ქაოტური სამუშაოები, გეგმის არარსებობა - კვლევა გელათის ტაძრების შესახებ
FaceBook
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი გელათის მოხატული ტაძრების შესახებ კვლევას აქვეყნებს.

კვლევა ბევრ ფუნდამენტურ პრობლემაზე მიუთითებს, რაც გელათის სამონასტრო კომპლექსში მისი რესტავრაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეიქმნა.

პრობლემათა სიაში სახელდება გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უკიდურესი ცენტრალიზებულობა და გაუმჭვირვალობაც. 

დასკვნაში აღნიშნულია, რომ უცნობია სამუშაოთა შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმი. სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და არაერთი საერთაშორისო ქარტიის მოთხოვნების საპირისპიროდ, პროფესიული წრეებისთვისაც კი რთული მოსაპოვებელია.

დასკვნა მიუთითებს, რომ შეუსრულებელია იუნესკოს მოთხოვნები. რომლებიც 2021 წლის 16-31 ივლისს გამართული 44-ე სესიის დადგენილებაში იყო მითითებული:

• არ არსებობს ძეგლის მართვის კომიტეტი;

• არ მოქმედებს ძეგლის მართვის გეგმა, რომელიც უკვე არსებით განახლებას საჭიროებს;

• არ არის შემუშავებული ძეგლის კონსერვაციის გეგმა, სამუშაოები კი ქაოტურად და ფრაგმენტირებულად მიმდინარეობს;

• გელათის საკითხებთან მიმართებით სრულიად ფორმალურია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოს როლი;

• არ მოწყობილა მოხატული ტაძრების ერთიანი დროებითი გადახურვა.

ტაძრის რესტავრაციის პრობლემას ქმნის სამუშაოების ქაოტურობა

ასევე, მოხატული ტაძრების დროებითი გადახურვების საკითხის მოუგვარებლობა​, მხატვრობის კონსერვაციის არასწორი დაგეგმვა და განხორციელება, სამუშაოთა ამსახველი დოკუმენტაციის დაბალი ხარისხი და ა.შ.

ცენტრის მკვლევარები რეკომენდაციებსაც აქვეყნებენ. სადაც მითითებულია, რომ სრული მყარი დროებითი გადახურვა კვლავაც განიხილება გელათის დიდი ტაძრის დაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად. რომელიც ადრე უარყოფილი იქნა სააგენტოს მხრიდან. 

მიზანშეწონილია ანალოგიური ტიპის მყარი დროებითი გადახურვა მოეწყოს წმ. გიორგის ეკლესიაზეც.

„მას შემდეგ, რაც საიმედო დროებითი სახურავი იქნება მოწყობილი, დიდ ტაძარზე მთლიანად უნდა იქნას აღებული დარჩენილი კრამიტები და სრულად ამოწმენდილი შემავსებელი მასა კამარებსა და სახურავს შორის“.

მოხატულოას რაც შეეხება „ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს (Aსსოციაზიონე Gიოვანნი შეცცო შუარდო) რესტავრატორთა (მარიო პულიერი, ვინჩენცო ჩენტანი, იტალია) მიერ შემოთავაზებული მოხატულობათა კონსერვაციის მეთოდოლოგია და მის საფუძველზე ჩატარებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული ადგილობრივი და მეტად ავტორიტეტული უცხოელი ექსპერტების მიერ. ექსპერტთა დასკვნებით, გელათის მხატვრობა მაღალი ტენიანობისა და სხვადასხვა ტიპის მარილების ზემოქმედების შედეგად, აქტიური დაზიანებისა და ავთენტური მოხატულობების მზარდი დანაკარგების მიმდინარე პროცესშია. შემოთავაზებული მეთოდოლოგია არ ეფუძნება სათანადო კვლევას, არ არის ჯეროვნად დასაბუთებული და არგუმენტირებული. არასტაბილურ გარემოში (ნესტი, ტემპერატურა), მცდარი მეთოდოლოგიით, ორიგინალთან არათავსებადი მასალების გამოყენებით განხორციელებული ჩარევები ექსპერტთა მიერ შეფასებულია როგორც "შემაშფოთებელი".

მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია დარგის მესვეურთა მიერ უგულებელყოფილი მაღალკვალიფიციური ექსპერტების რეკომენდაციების შესრულება.

კვლევითი ცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროსაა დაქვემდებარებული. 

2008 წლიდან გელათში დაიწყო მასშტაბური საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოჭიქული კრამიტით 2010-2011 წლებში დაიბურა მცირე ნაგებობები - სამრეკლო და წმ. ნიკოლოზის ეკლესია, შემდეგ წმ. გიორგის ეკლესიის გუმბათი და  ბოლოს, 2016-2019 წლებში - დიდი ტაძარი. ტაძარში წყლის გაჟნვის მიზეზი გახდა დიდი ტაძრის გადასახურად გამოყენებული მოჭიქული კრამიტების (განსაკუთრებით თეთრი კრამიტების) დაბალი ხარისხი ექსპერტთა ანგარიშებში არაერთხელ აღინიშნა. კიდევ უარესი იყო კრამიტის დაგების და, მთლიანად, სახურავის მოწყობის მეთოდი და ხარისხი - სამუშაო არაკვალიფიციურმა ადამიანებმა შეასრულეს წინასწარი პროექტის გარეშე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.