ახალი ამბები
ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში თებერვლიდან ამოქმედდება
FaceBook
2023 წლიდან საქართველოში  მნიშვნელოვანი სიახლე რამდენიმე დრეში შევა ძალაში.

მიმდინარე წლის თებერვლიდან ბანკებს შორის გადარიცხვებზე საკომისიოს ზედა ზღვარი წესდება

ბანკებს შორის გადარიცხვებზე ეროვნული ბანკი საკომისიოს ზედა ზღვარს აწესებს. საუბარია, გადარიცხვებზე, რომელიც RTGS სისტემის საშუალებით ხორციელდება.

ცნობისთვის, აღნიშნული სისტემით ხორციელდება ბანკებს შორის ლარით გადარიცხვები, ასევე გადარიცხვები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში და პირიქით.

მაგალითისთვის, 10 000 ლარამდე გადარიცხვის შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის ტარიფი იქნება არაუმეტეს 2 ლარი, 10 000 ლარიდან 100 000 ლარამდე - არაუმეტეს 5 ლარი და 100 000 ლარის და ზევით გადარიცხვის შემთხვევაში - არაუმეტეს 50 ლარი.

1 თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება

1 თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. ცვლილების შედეგად ავტომობილის პირველადი ინსპექტირების ღირებულება უცვლელი რჩება და კვლავ 60 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ინსპექტირებაზე გარკვეული ღირებულება დაწესდება. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების რომელთა პირველადი ინსპექტირება 60 ლარია, მაგალითად მსუბუქი ავტომობილები, ტაქსები და.ა.შ. განმეორებითი ინსპექტირება 20 ლარი ეღირება, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში რომელთა პირველადი ინსპექტირება 100 ლარი იყო, განმეორებითი ტექდათვალიერების ღირებულება 30 ლარი იქნება.

1 თებერვლიდან "თიბისიში" სალაროდან თანხის გატანის საკომისიო გაიზრდება

1თებერვლიდან "თიბისიში" სალაროდან თანხის გატანის საკომისიო გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად "თიბისი ბანკი" ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციით, ეს წესი 2022 წლის 25 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

"ფიზიკური პირის საბარათე ანგარიშიდან თანხის უფასოდ ან შეღავათიანი პირობით გასატანად, გთხოვთ, ისარგებლოთ "თიბისის" ბანკომატებით. 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან, ფილიალების სალაროებიდან, 3 000 ლარამდე თანხის გატანის მინიმალური საკომისიო იქნება გასატანი თანხის 2% (მინ. 2 ლარი), ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში (1000 USD/EURO/GBP-მდე) - 2% (მინ. 1 USD/EURO/GBP)," - ნათქვამია "თიბისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ახალი წესის ამოქმედებამდე, სალაროდან თანხის გატანაზე საკომისიო 0,6%-ს შეადგენდა.

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა არ შეეძლებათ

15 თებერვლიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს. რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე 15 იანვრიდან განისაზღვრა და ფარმაცევტულ კომპანიებს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ.

წყარო: bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.