ახალი ამბები
"მოვუწოდებ ქუთაისის მერს დაიკავოს მართალი მხარე “
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

პროტესტის მიზეზი დნიპროს მერის ბორის ფილატოვის „ფორმულასთან“ ინტერვიუ გახდა, სადაც ბორის ფილატოვმა აღნიშნა, რომ  დნიპროში მომხდარ ტრაგედიას ყველა დაძმობილებული ქალაქი გამოეხმაურა გარდა ქუთაისისა.

აქტივისტმა აკაკი საღინაძემ მერიის წინ ბანერი მიიტანა, სადაც დნიპროს მერის ინტერვიუდან ამონარიდი იყო დატანილი.
"სამწუხაროდ, ჩვენ მოძმე ქალაქთან, ქუთაისთან დავკარგეთ ომში კავშირი. ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება ადამიანებისთვის, ქუთაისის მხრიდან“, - აღნიშნავდა ფილატოვი.

აკაკი საღინაძემ ქუთაისის მერს უკრაინისქალაქ დნიპროს მიმართ მეტი მხარდაჭერისა და ისტორიის სწორ მხარეს დგომისკენ მოუწოდა. 

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის სავალდებულო იყო ეს მესიჯი ჩემი ქალაქის, ქუთაისის მერთან მიმეტანა, რადგან როდესაც ისტორია მართალსა და არასწორს მხარეს ნათელს მოჰფენს, კარგად დავინახოთ ვინ, რომელ მხარეს იკავებდა და მე მოვუწოდებ ქუთაისის მერს დაიკავოს მართალი მხარე და ყველა შესაძლო რესურსით დაეხმაროს უკრაინულ ქალაქ დნიპროს, სხვა შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფოს ამ დანაშაულში მხილებას, მეორე მხრივ კი პირად პასუხისმგებლობაზე ავიღებთ უკრაინის მხარდაჭერის ფონდის შექმნას, რადგან ქუთაისის მოსახლეობას ესმის მოძმე ერის წუხილის ხმა“, - განაცხადა  აკაკი საღინაძემ.

14 იანვარს, დნიპროში რუსი აგრესორების მხრიდან, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. მათგან 38 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 4 ბავშვია. ასევე, იპოვეს ადამიანის სხეულის სამი ფრაგმენტი. 30 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია. 75 ადამიანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 14 ბავშვი.

დნიპრო ქუთაისის დამეგობრებული ქალაქია. დნიპროს გარდა ხარკოვი,​ჟიტომირი, ლვოვი, დონეცკი, მიკოლაევი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე - ქუთაისის დამეგობრებული ქალაქებია უკრაინაში.

ყველაზე მეტი მეგობარი ქალაქ ქუთაისს სწორედ უკრაინაში ყავს.

დნიპროს მერის ინტერვიუს ქუთაისის მერია გამოეხმაურა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.