ახალი ამბები
ჭავჭავაძის გამზირის ტროტუარების რეაბილიტაციაში მერია 2 მილიონამდე ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ტროტუარების რეაბილიტაცია იგეგმება.
ამ მიზნით მერია 1 800 000 (სავარაუდო ღირებულება) ლარის ტენდერს [NAT230000492] აცხადებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის (ტროტუარები) სიგრძე 2 900მ-ა. ტროტუარების სიგანე კი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, არსებული სიტუაციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ცვალებადია.

„ტროტუარებზე და საპარკინგე ზონებზე წარმოადგენილია დაზიანებული დეკორატიული ფილის საფარი, რის გამოც მოსახლეობას უჭირს გადაადგილება. პროექტით გათვალისწინებულია ახალი ტროტუარების მოწყობა დეკორატიული დაწნეხილი ფილის საფარით, რომლის სისქეა 4 სმ. ასევე დამკვეთის მოთხოვნაა, საპროექტო მონაკვეთის მთელ სიგრძეზე მოეწყოს ლითონის მოაჯირი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ტროტუარის იზოლირება სავალი ნაწილისგან, რაც ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას, უზრუნველყოფს.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალი დაწნეხილი ბეტონის ბორდიურების მოწყობასა და საპარკინგე ზონების რეაბილიტაციას ასფალტბეტონის საფარით. ტროტუარებზე ხდება გაზონების რეაბილიტაცია და შემოფარგვლა ჩამკეტი დაწნეხილი ბეტონის ბორდიურით.

ტროტუარებზე მიერთებებთან უნდა მოეწყოს იმდაგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა გადაადგილება.

დამკვეთის მოთხოვნით ხდება არსებული ელ.განათების ბოძების შეღებვა და მათზე ტროტუარის განათებისათვის ლამპიონების დამატება.

ამასთან, სათვალთვალო ჭების ხუფებზე უნდა იყოს წარწერა „ქუთაისის მუნიციპალიტეტი“,-  წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 180 კალენდარული დღეა.

წინადადების მიღება 28 იანვარს იწყება და 2 თებერვალს სრულდება.

ფოტო: არქივი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.