ახალი ამბები
„ჩვენ გვჭირდება ლიდერი“ - „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს გაგა მანაგაძე უხელმძღვანელებს, შტაბის საორგანიზაციო მდივანი კი პაატა ღაჭავა იქნება.

ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიორგი კილაძემ დღეს,15 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ქუთაისის ორგანიზაციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ვუსურვოთ წარმატებები არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრისთვის პირველი საზრუნავი დღეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და 2023 წელში ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული საქართველოში"- ამბობს გიორგი კილაძე.

გაგა მანაგაძემ განაცხადა, რომ მათ სჭირდებათ ლიდერი. 

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ქუთაისში ნიკა მელიას შტაბს. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ოლიგარქის ტყვეობაში, აწამებენ და კლავენ, ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც გამოგვიყვანს ჩიხიდან. ნიკა მელიას არაერთხელ გამოვუყვანივართ ამ ჩიხიდან, ამიტომ ჩვენი სრული მხარდაჭერა მას"- განმარტავს გაგა მანაგაძე.

ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ შიდაპარტიულ არჩევნებზე უკვე დაიწყო ამომრჩევლების რეგისტრაცია. 

"როგორც მოგეხსენებათ, შიდაპარტიული არჩევნები მიმდინარეობს. უკვე დაიწყო ამომრჩევლების რეგისტრაცია. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი ცენტრალურ ოფისში. ამასთან, ნიკა მელიას შტაბი იფუნქციონირებს ყოველ დღე, დილის 11 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე. ყველა ამომრჩეველს, ვისაც ტექნიკური პრობლემა შეექმნება, ჩვენ გავუწევთ კონსულტაციას და შეუძლიათ მოგვმართონ"- განაცხადა პაატა ღაჭავამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის შიდაპარტიული არჩევნები 28-29 იანვარსაა ჩანიშნული. ის ელექტრონული სისტემით გაიმართება.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.