ახალი ამბები
"ფიზიკური ძალებით დაწყებულია სამუშაოები"- რა ვითარებაა ხუნდაძის ქუჩაზე
FaceBook
ქუთაისში, ხუნდაძის #63-ში, სადაც სადარბაზო სახურავით იყო ჩახერგილი და მოსახლეობას ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ა(ა)იპის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც მედიის წარმომადგენლებმა კორპუსის მობინადრეების პრობლემები გააშუქეს.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა ხიდაშელის განმარტებით, ადგილზე მექანიზმებით მუშაობა შეუძლებელი იყო.



"ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 200-ზე მეტი ლოკაცია გვაქვს, სადაც სახურავის დაზიანება გვიფიქსირდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ოპერატიულ რეჟიმში ვიმუშაოთ ყველგან. როგორც ხედავთ, აქ მექანიზმებით მუშაობა ვერ ხერხდება, რადგან არის საფრთხე, რომ ავტომანქანები უფრო მეტად დაზიანდება, ვიდრე ახლა აქვს ზიანი მიყენებული. ფიზიკური ძალით, ამ წუთის მდგომარეობით, დაწყებულია სამუშაოები და მივიყვანთ ბოლომდე"- განმარტავს მირზა ხიდაშელი.

მისივე თქმით, კორპუსის მაცხოვრებლებს უკვე აღუდგათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირიც მოკლე პერიოდში მიეწოდებათ.

ხუნდაძის #63-ში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის მოპირდაპირე ბინას ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა და ადგილობრივების სადარბაზო ჩახერგა. დააზიანა კორპუსის ფანჯრები, სადენები, მილები და 5 ავტომობილი, რომელიც ამ დრომდე სახურავის ქვეშაა მოყოლილი.

აქ მცხოვრები 50-მდე ბინადარი ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის გარეშე იყო დარჩენილი.

ქუთაისში მეოთხე დღეა, სტიქიას ებრძვიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 716 063 ლარი
შევიდა, მხოლოდ მაისში კი 186 595 ლარი.
2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებია.
15:44 / 21.06.2025
უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 716 063 ლარი შევიდა, მხოლოდ მაისში კი 186 595 ლარი.
2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებია.
საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის
ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
11:09 / 21.06.2025
საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.